ილონ მასკი

Twitter-ი თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

დღეს, 4 ნოემბერს Twitter-ი თანამშრომლებს მეილით აცნობებს, აგრძელებენ თუ არა ისინი ილონ მასკის ხელმძღვანელობით მუშაობას.

კომპანიის ინფორმაციით, ოფისები დროებით დახურულია და თანამშრომლების წვდომა საშვებით შეზღუდულია, რათა უზრუნველყოფილი იქნას "Twitter-ის სისტემებისა და მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოება". 

"იმისათვის, რომ Twitter-ი სწორ გზაზე დავაყენოთ, პარასკევს გავივლით ჩვენი საერთაშორისო სამუშაო ძალის შემცირების რთულ პროცესს". - ვკითხულობთ კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მეილში.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯი $1 მილიარდამდე შეემცირებინათ.

მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

როგორც 14 აპრილს გახდა ცნობილი, მასკი Twitter-ის სრულად ყიდვას აპირებდა. აქამდე, 5 აპრილს მან სოციალური ქსელის $3 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა, რაც სრული წილის 9.2% იყო. შედეგად, მასკი Twitter-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

კომენტარები