წყალმომარაგების შეზღუდვა

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ზღვის უბნის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

4 ნოემბერს დილის 11:00 საათიდან 5 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკიაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის, თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს, უცნობ გმირთა, ლტოლვილთა დასახლებას, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის შესახვევებით, ახალ მოწამეთა, კეხვის, ხეხილსანერგე მეურნეობა მთლიანად, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, მუხრანს შესახვევებით და ჩიხებით, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის რატევანის, ბოგვის ქუჩებს, მახათის აღმართს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები