ტრეილერი

13 წლის შემდეგ ტორუკ მაკტო ბრუნდება – ავატარი 2-ის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია 20th Century Studios-მა ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის, Avatar 2-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. 

ფილმის სიუჟეტი პირველი ნაწილის ამბებიდან რამდენიმე წელში ვითარდება. მთავარი გმირები ჯეიკი და სალი, შვილს, კირის ზრდიან. საფრთხის გამო ოჯახი საცხოვრებლად პლანეტა პანდორის სხვა ნაწილში, წყლის ტომების ტერიტორიაზე გადადის.

მეორე ავატარში მთავარ როლებს სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი, ქეით უინსლეტი და მიშელ იეო ასრულებენ. 

ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის პრემიერა მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები