ჰიპ-ჰოპ ბენდ MIGOS-ის წევრი TAKEOFF ჰიუსტონში მოკლეს

BBC

ჰიუსტონში 28 წლის რეპერი, ჰიპ-ჰოპ კოლექტივ Migos-ის ყოფილი წევრი Takeoff მოკლეს. 

მუსიკოსი ბოულინგის ცენტრში, ბენდის კიდევ ერთ წევრთან Quav-სთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. უცნობმა მას ცეცხლი გაუხსნა, რეპერი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციის თქმით წვეულებაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ჰიპ-ჰოპ ბენდი Migos შტატ ჯორჯიაში რეპერებმა Takeoff, Offset და Quavo 2008 წელს დაარსეს. 2015 წელს კოლექტივმა პირველი ალბომი Yung Rich Nation გამოუშვეს, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. 2022 წელს Offset-მა ბენდი დატოვა, ახალი ალბომი ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა მის გარეშე გამოუშვეს. 

კომენტარები