დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

იონათამიშვილი: თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

ჩვენს ოპონენტებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელი არ მოსწონთ, რადგან, ამ კანონის მიხედვითაც ისინი აღიარებენ, რომ თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ამ მოდელის მიხედვით, არამედ, ლექსიკონური განმარტებითაც ასეა. შესაბამისად, აქ მათ ის ხელოვნური არგუმენტებიც ეცლებათ ხელიდან, რითიც დღეს ცდილობენ, რომ გარკვეული აღქმები შექმნან, რასაც საფუძველი არ გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ იმ კრიტერიუმებითა და პრინციპებით, რაც უკვე აპრობირებულია, ამ შემთხვევაში უკრაინაში.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. 31 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობაა.

კომენტარები