რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო: შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემების მოძრაობა მიუღებელია

REUTERS

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ოდესის პორტიდან დღეს გამოსული მარცვლეულით დატვირთული გემების შემთხვევას გამოეხმაურა და მას "მიუღებელი" უწოდა

"უსაფრთხოების დერეფნის გასწვრივ გემების მოძრაობა მიუღებელია, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალების სარდლობა მას რუსეთის წინააღმდეგ იყენებს.

ამჟამინდელი პირობებით, ვერ შედგება საუბარი რაიმე ობიექტის უსაფრთხოების გარანტიებზე, სადან უკრაინული მხარე დამატებით ვალდებულებებს არ შეასრულებს, კერძოდ, არ შეწყვეტს ამ მარშრუტის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას". - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი შეთანხმებას არ ტოვებს, მან ის დროებით შეაჩერა. 

რუსეთმა 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით ტოვებენ. მოსკოვში ამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინული მხარის "ტერაქტები" დაასახელეს.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები