საქართველოს პარლამენტი

ჩიხლაძე პარლამენტიდან გასვლაზე: იქნება ერთდღიანი ნიუსი, ყველაფერს გაწერილი გეგმა სჭირდება

პირველ რიგში, პარლამენტის დატოვება პრობლემა არაა, არავინ პარლამენტის სკამს არ ებღაუჭება, უბრალოდ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი გაწერილი გეგმა - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტოვებს ოპოზიცია პარლამენტს და შემდეგი რა ნაბიჯებია, ან მანამდე - არ უნდა იყოს ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაემსგავსება, რომ გავიდა პარლამენტიდან რამდენიმე პარლამენტარი, ან ბოიკოტი გამოაცხადა, იქნება ერთდღიანი ნიუსი და ამას აღარ ექნება გაგრძელება, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი მკაფიო ნაბიჯები უნდა იყოს რაღაც სტრატეგიის ნაწილი, თუ ასეთ საბრძოლო სტრატეგიას შევიმუშავებთ, ტაქტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ, აქ შესაძლებელია, ერთ-ერთი საპროტესტო ქმედება ესეც [პარლამენტის დატოვება] იყოს, მაგრამ უნდა იყოს ეს პროცესის ნაწილი და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთჯერადი აქტი.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ტაბულასთან საუბარში კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა ექსპრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.

კომენტარები