დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს თუ არა დებიძინიზაციას და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ეს შტერობა კითხვაა. ამაზე არავინ საუბრობს. ამას კითხულობს ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტნიორი და ამ პარტიის ფასიანი ლობისტია და ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრია. ეს 2 თუ 3 ადამიანი სვამს ამ შეკითხვას და ებრძვის ბიძინას. ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს. ის საკუთარი გადაწყვეტილებით პოლიტიკას გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, დეოლიგარქიზაცია მას ვერ შეეხება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. დღეს, 31 ოქტომბერს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.

კომენტარები