საშუალო ხელფასი

მენეჯერის პოზიცია - 2 414 ლარი, ხელოსნის - 1 178, საშუალო ხელფასი საქსტატის მიხედვით

2021 წლის მონაცემებით, ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერის პოზიციაზე გამოვლინდა (2414.7 ლარი), ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა  - არაკვალიფიკაციური მუშაკების პოზიციაზე (674.1 ლარი). სულ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 1304.5 ლარს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა ახალ ანგარიშში გამოაქვეყნა.

2021 წლის საშუალო თვიური ხელფასი შესაბამისი პოზიციების მიხედვით:

  • მენეჯერები - 2 414.7 ლარი;
  • სპეციალისტი-პროფესიონალები - 1 337.7 ლარი;
  • ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები - 1193.7 ლარი;
  • ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები - 1 178.6 ლარი;
  • ოფისის დამხმარე პერსონალი - 1 144.6 ლარი;
  • დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები - 1 112.1 ლარი;
  • მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები - 911.6 ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური მუშაკები - 791.5 ლარი;
  • არაკვალიფიციური მუშაკები - 674.1 ლარი.

საქსტატის მიხედვითვე, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს.

“გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება”. - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები