საშუალო ხელფასი

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1125.5 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1125.5 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1125,5 ლარია. 

საქსტატის ცნობით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი); 
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი). 

კომენტარები