რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დონეცკში მტრების სასტიკი თავდასხმა მოვიგერიეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა კვირას დონეცკში ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ სატელვიზიო მიმართვაში ისაუბრა.

"დღეს, მათ შეაჩერეს მტრების სასტიკი თავდასხმა. რუსების თავდასხმა მოგერიებულია". – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან ერთად, ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში და ჩერკასის რეგიონში. ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, ქალაქში კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტს ორი რაკეტა მოხვდა.

ჩერკასის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, იჰორ ტაბურეტსის თქმით, დაბომბვის შედეგად რეგიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

31 ოქტომბერს, დილის საათებში, აფეთქებების ხმა გაისმა კიევშიც. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიხედვით, საჰაერო იერიშის შედეგად დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არის დარჩენილი.

"მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის წყაროს აღდგენისთვის, მას შემდეგ, რაც დაზიანდა ობიექტი, რომელიც 350 000 საცხოვრებელ ბინას ამარაგებდა". – წერს კლიჩკო Telegram-ზე.

კომენტარები