რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: რუსეთმა 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლა, უკრაინამ 44 გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა დილის 7 საათზე დაიწყო. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან და როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს, მათგან 44 კი უკრაინის საჰაერთო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანეს. შედეგად, ზემოხსენებულ ოლქებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები