ქუთაისის აეროპორტი

3-კვირიანი რეაბილიტაცია დასრულდა, ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 30 ოქტომბერს დასრულდა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია ბლექ სი გრუპმა შეასრულა.

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა.

კომენტარები