the witcher

სერიალ The Witcher-ში ჰენრი კევილი მთავარ როლს აღარ შეასრულებს, ლაიამ ჰემსვორთი ჩაანაცვლებს

მარცხნივ - ჰენრი კევილი გერალტ რივიელის როლში, მარჯვნივ - ლაიამ ჰემსვორთი

სერიალ The Witcher-ში მთავარ, გერალტ რივიელის როლს ჰენრი კევილი მეოთხე სეზონიდან აღარ შეასრულებს, მას ლაიამ ჰემსვორთი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კევილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

სერიალის მესამე სეზონის გამოსვლა 2023 წლისთვის იგეგმება. ჰემსვორთი კევილს მეოთხე სეზონიდან ჩაანაცვლებს.

ლაიამ ჰემსვორთი შიმშილის თამაშების ეკრანიზაციებში მონაწილეობდა.

The Witcher-ის პირველი სეზონი 2019, მეორე კი 2021 წელს გამოვიდა. 

სერიალი დაფუძნებულია ფენტეზის ჟანრის პოლონელი ავტორის, ანჯეი საპკოვსკის ნაწარმოებებზე.

კომენტარები