the witcher

NETFLIX მხედვარის წინაისტორიაზე სერიალს გადაიღებს

CNN

სტრიმინგ სერვისი Netflix ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც სერიალ The Witcher-ის პრიქველი იქნება.

მომავალი სერიალის სიუჟეტი გერალტის დაბადებამდე 1200 წლით ადრე ვითარდება და პირველი მხედვარების ისტორიებს ეფუძნება.

შოუ ექვსი ეპიზოდისგან შედგება. პროექტზე ორიგინალური სერიალის შემქმნელი, ლორენ შმიდტი იმუშავებს. 

ანჯეი საპკოვსკის რომანების სერიის მიხედვით შექმნილი სერიალის მეორე სეზონი პრიქველისგან დამოუკიდებლად 2021 წელს გამოვა.

კომენტარები