რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინელები არ გაიმარჯვებენ, ამას დრო სჭირდება – კულება

REUTERS / Murad Sezer

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სიტყვებით, რუსეთის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინელები არ გაიმარჯვებენ, ამ პროცესს კი, მისივე სიტყვებით, დრო სჭირდება.

"უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გამარჯვებას დრო დასჭირდება. რა დრო დასჭირდება ამას? კვირები, ნახევარი წელი თუ ერთი წელი - ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა აუცილებლად გავიმარჯვებთ". - ამბობს დმიტრო კულება. 

კულებას სიტყვებით, ვერ დაასახელებენ ვადას, თუ როდის მიაღწევს უკრაინა გამარჯვებას. 

"თუ ჩვენ საკუთარ თავს მივცემთ სხვა მიდგომის არჩევის უფლებას და დავაწესებთ დედლაინებს ("გაზაფხულამდე ვიომებთ ან მომავალ ზამთრამდე ვიომებთ, შემდეგ კი ვეღარ შევძლებთ") ეს დამარცხებისკენ მიმავალი გზა იქნება. უკრაინას არ შეუძლია, საკუთარ თავს ამ გზის არჩევის უფლება მისცეს". - ამბობს დმიტრო კულება. 

კომენტარები