სიღნაღი

"ძმების კონფლიქტში ჩაერთო, დაზიანებები მიიღო" – დის მკვლელობის გამო კაცს ბრალი წარუდგინეს

Tabula

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალი წარუდგინეს.

შემთხვევა სიღნაღში 26 ოქტომბერს მოხდა - უწყების ინფორმაციით, სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ბრალდებული ძმას ფიზიკურად დაუპირისპირდა. ძმებს შორის კონფლიქტში მათი დაც ჩაერთო, ამით განაწყენებულმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, რა დროსაც ქალი ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 10-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. 

კომენტარები