სიღნაღში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, კაცმა სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
უწყების ცნობით, მომხდარზე გაოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.