რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს უპასუხებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს შესაბამისად უპასუხებს

კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, რუსები უკრაინაში ანტისატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობენ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ამის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, კონსტანტინ ვორონცოვმა თქვა, რომ დასავლური კომერციული თანამგზავრები, თუ ისინი უკრაინასთან ომში ჩაერთვებიან, შესაძლოა რუსეთის ლეგიტიმური სამიზნეები აღმოჩნდნენ. 

ვორონცოვის თქმით, დასავლეთის მიერ თანამგზავრებით უკრაინის დახმარების მცდელობა "უკიდურესად საშიში ტენდენციაა".

"კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შესაძლოა საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს". - თქვა ვორონცოვმა გაეროს პირველ კომიტეტთან სიტყვით გამოსვლისას.

ვორონცივმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ ასეთი თანამგზავრების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება საშიშთან ერთად, პროვოკაციულიცაა

კომენტარები