რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს მიწოდებული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემები უკრაინაში მალე განთავსდება

NASAMS-ის სისტემა

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში მალე განთავსდება. 

სარაკეტო კომპლექსის მწარმოებელი კომპანიის, Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ ჯეისმა CNBC-სთან საუბარში თქვა, რომ მათ სისტემები აშშ-ს მთავრობას რამდენიმე კვირის წინ გადასცეს და დღეს უკვე უკრაინაში მონტაჟდება.

აგვსიტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემებს შეიძენდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ კიევისთვის სარაკეტო სისტემის მიწოდებას დააჩქარებდნენ.

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.

სექტემბრის ბოლოს ამერიკულმა მედია CBS-მა შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის პირველი სისტემები მიიღო.

კომენტარები