რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის $182 მილიონი ღირებულების NASAMS-ის სისტემას შეიძენს

NASAMS

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების (NASAMS) შესაძენად ხელი მოიწერა 182.2 მილიონის ღირებულების კონტრაქტს Raytheon Co.-თან. NASAMS-ს უკრაიანა აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატებმა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესა და ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე უკრაინისთვის $3-მილიარდიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი გამოყო. 

როგორც ახალი პაკეტის ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია, უზრუნველყოს უკრაინა დამატებით ექვსი NASAMS-ით, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისთვის.

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.

პენტაგონის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გაუწია ან გემავს გამოუყოს 13.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება. 

კომენტარები