რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: უკრაინას შეუძლია, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

რიში სუნაკი
Twitter

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ სუნაკმა Twitter-ზე დაწერა. 

სუნაკმა უკრაინელებს მხარდაჭერა და სოლოდარობა გამოუცხადა. 

"უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის პრივილეგია მქონდა. 

მასაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით".- წერს სუნაკი. 

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინაში მიიწვია

"მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება. ახალი პრემიერმინისტრი უკრაინაში მოვიწვიე." - თქვა ზელენსკიმ.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქმვა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს. 

 

კომენტარები