რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ ინიციირებული საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატზე, ყირიმის პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის წინაშე ახალი ინიციატივა წამოაყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა, რომ ყირიმის პლატფორმა სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების საწყისი გახდეს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, მათ შორის, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.

ზაგრებში გამართული შეკრების მონაწილეებს ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა. მან ილაპარაკა ყირიმის დეოკუპაციის თემაზე. მისი თქმით, ახლა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება სამი რამ: სამხედრო და ფინანსური დახმარება, ასევე, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება.

კომენტარები