ბურკინა ფასო

ბურკინა ფასოში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯიბოს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, თავდასხმების უკან ძირითადად ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახილმწიფოსთან კავშირში მყოფი ისლამისტი მებრძოლები დგანან.

ბურკინა ფასოს არმიის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 18 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯიბოში მდებარე სამხედრო ბაზა ჯიჰადისტების მიერ სამი თვის განმავლობაში იყო ბლოკირებული. მათივე თქმით, საპასუხო ოპერაციაში არმიამ საჰაერო ძალებიც გამოიყენა.

კომენტარები