ბურკინა ფასო

ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს

ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 22 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოხდა.

შეიარაღებული პირები მალის საზღვართან ახლოს მყოფ კოსსის პროვინციაში სასოფლო ტერიტორიას დაესხნენ თავს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ბაბო პიერ ბასინგამ ისაუბრა.

"წინასწარი მომაცემებით ტერორისტულ თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა". – წერია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2015 წლიდან ბურკინა ფასო ჩრდილოეთის რეგიონებში ალ-ქაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მქონე ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფებებს ებრძვის.

დაპირისპირების შედეგად 1.85 მილიონ ბურკინა ფასოელს მოუწია იძულებით გადაადგილება. მაისში კიდევ ერთ თავდასხმას დასავლეთ აფრიკული ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები