ფაქტები ჯიუტია. თუ ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში საქართველოს რეფორმების კუთხით ციფრებს ამოვიღებთ, დავინახავთ, რომ სურათი არის შემდეგი - ყველგან და ყველა პოზიციაში საქართველო არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე. შესაბამისად, როდესაც უკუსვლასა და ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ ეს აზიანებს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას.
tbl.ge/6620
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: ბოლო 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მივაღწიეთ
- პრემიერი: გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც წინსვლას ვაგრძელებთ
- დარჩიაშვილი: ღარიბაშვილის ლიდერობით, გარე საფრთხეებთან წარმატებით გამკლავება შევძელით
- დავითაშვილი: ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში
- წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა ენმ-ს გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ ჰააგაში, სტრასბურგში