რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ვასილე დინკუ

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-სი ავრცელებს.

ვასილე დიკუმ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

"ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტები, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის". - თქვა დინკუმ.

ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინისთვის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა. ამ განცხადებამ პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

კომენტარები