რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: G7-ის ქვეყნების მოწოდებები საკმარისი არ არის, ოკუპანტებს მხოლოდ ძალადობის ენა ესმით

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთის მიმართ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოწოდებები საკმარისი არ არის. ამის ნაცვლად, დასავლეთმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს, რუსეთის წინააღმდეგ კი დამატებით სანქციები უნდა დააწესოს, რადგან ერმაკის აზრით, კრემლს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის

"დიდმა შვიდეულმა რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაუყოვნებლივ დატოვებისა და უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა, გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალადობის ენა ესმით". - წერს ერმაკი Telegram-ზე. 

ერმაკის თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ მტერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო უკან იხევს და მისი ეკონომიკა სისტემური სანქციებით ნადგურდება. 

ერმაკი დიდი შვიდეულის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები გმობენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელების გატაცებას და რუსულ ძალებს უკრაინისთვის სადგურზე სრული კონტროლის დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. 
 

კომენტარები