რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ნაკლებ სავარაუდოა, ბელარუსმა და რუსეთმა ერთობლივი ძალები შექმნან

ბელარუსი და რუსი სამხედროები ერთობლივ წვრთნებზე
ვიქტორ ტოლოჩკო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო ჯგუფების ფორმირების დაანონსებას. ბრიტანეთის მიხედვით, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რათა უკრაინულმა ძალებმა ყურადღება ჩრდილოეთ საზღვრის დაცვაზე გადაიტანონ.

14 ოქტომბერს, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 70 000 ბელარუსი და 15 000-მდე რუსი სამხედრო მონაწილეობას მიიღებდა ორი ქვეყნის საერთო სამხედრო ჯგუფის შექმნაში, შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია რუსი ჯარისკაცების ბელარუსში ჩასვლა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, დიდი ალბათობით, რუსეთს ბელარუსში მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცები არ გადაუყვანია. 

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს შეეძლოს დასახელებული რაოდენობის საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯგუფების შექმნა. მათი ძალები უკრაინაზე არიან გადართულები. დიდი ალბათობით, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს აქვს მინიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ რთული ოპერაციები განახორციელოს". – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

 

კომენტარები