ეს იყო ჩვენი შეგნებული ნაბიჯი, მაშინ, თავის დროზე, ვინ დააყენა ინიციატივა და როგორ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ, მაშინ, შეგნებულად მივეცით ნაცმოძრაობას სახალხო დამცველის ოფისი, ეს იყო 2017 წელს. იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ. მაშინ რაღაც გარემოებები იყო, რამაც გვიბიძგა აქეთკენ. პრინციპში, ალბათ მაინც სწორი იყო, რადგან რაღაცები სდევდა ფონად ამ გადაწყვეტილებას. დღეს არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ ნაცმოძრაობას დავუთმოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რადგან პირველ რიგში, ჩვენ ვუფრთხილდებით სახალხო დამცველის ინსტიტუტს. თუ რამეს აზიანებდა ნაცმოძრაობის ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, აზიანებდა სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტს. ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით. საგარეო პოლიტიკაშიც კი ერეოდა, სახალხო დამცველი პირდაპირ კარნახობდა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას. საოცრებაა, უბრალოდ სასწაულია და ასეთ რაღაცას ბუნებრივია არ დავუშვებთ.
ქართული ოცნება
კობახიძე: 2017-ში ენმ-ს შეგნებულად მივეცით სახალხო დამცველის ოფისი, ამას აღარ გავიმეორებთ
tbl.ge/65xs
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV Imedi-ს ეთერში.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაქართული ოცნება 2022სახალხო დამცველის არჩევანინო ლომჯარიაომბუდსმენისაქართველოს პარლამენტი
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




