უნგრეთი-რუსეთი

ორბანი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გადახედონ

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნგრეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, უნგრეთის ეკონომიკისთვის და უნგრული ოჯახებისთვის "ბრიუსელის წარუმატებელი სანქციები უკვე თითქმის აუტანელი ტვირთია".

"ევროკავშირის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ ომის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გადახედვას და მის გონივრულ საფუძვლებზე გადატანას". - თქვა მან.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტი იბრძოდა ნავთობის ემბარგოსა და სანქციებისგან გათავისუფლებისთვის და ბოლო დღეებში მიაღწია იმას, რომ ახალი სანქციები არ გავრცელდება უნგრეთის ატომურ ენერგეტიკაზე, არც უნგრეთში გაზის მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, სანქციებმა ენერგომატარებლები უნგრეთისთვისაც გააძვირა.

კომენტარები