რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: პუტინის იმედი, რომ გაზის გადაკეტვით ჩვენს დაშანტაჟებას შეძლებდა, არასწორი გამოდგა

ოლაფ შოლცი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Javier Soriano/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში მოუწევს ომის შედეგების გამკლავება.

შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე და ისინი ომის დანაშაულებად შეაფასა.

"მშვიდობიან მოსახლეობაზე გამიზნული თავდასხმა ომის დანაშაულია. საბოლოოდ, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს - ზუსტად ისე, როგორც რუსი კაცების მობილიზება ომისთვის". – თქვა შოლცმა.

შოლცმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ პუტინის იმედები, რომ შეძლებდა ევროპის დაშანტაჟებას, ფუჭი აღმოჩნდა. 

"პუტინს იმედი ჰქონდა, რომ გაზის ონკანის გამორთვით, ჩვენს დაშანტაჟებას შეძლებდა. მაგრამ აქაც, მან არასწორად გათვალა". – თქვა შოლცმა.

კომენტარები