რუსული ოკუპაცია

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

www.tzona.org

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მომხდარის შესახებ ასევე ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები