რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ალიანსი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, თავი დაიცვას უპილოტო საფრენი აპარატებისგან, მათ შორის, ირანული წარმოების დრონებისგან, რომელსაც რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რასაც დავპირდით, გავაძლიეროთ და მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ალიანსი უახლოეს დღებში მიაწვდის [უკრაინას] დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კონკრეტულ საფრთხეს, მათ შორის, ირანის მხრიდან". - თქვა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას დათახნმდა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, "არც ერთმა ერმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უკანონო ომს".

კომენტარები