რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირანი რუსეთისთვის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის შესახებ ცნობებს უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების, თეირანის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

18 ოქტომბერს Reuters-მა გაავრცელა ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების მიწოდებას დათახნმდა.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ქვეყნებმა შეთანხმებას 6 ოქტომბერს მიაღწიეს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.

გავრცელებულ ცნობებს უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივას წარუდგენს.

კომენტარები