რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია, მას თანამედროვე ცივილიზაცია სძულს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია, შესაბამისად, მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია.

"რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია. ამიტომ, მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია და სურს შექმნას ევროპაში სიცივის, შიმშილისა და ბარბაროსობის ზონა. ის სისტემატურად უკრაინაში ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას ცდილობს ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით. გამოსავალი? საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

კომენტარები