რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დილის საათებში რუსეთმა კიევზე დამატებით იერიშები მიიტანა

კიევი

18 ოქტომბრის დილის საათებში რუსეთმა კიევზე დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

"ქალაქის მარცხენა სანაპიროზე სამი წინმსწრები დარტყმა განხორციელდა". – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე,  კირილო ტიმოშენკო.

მომხდარი ასევე დაადასტურა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქალაქში აფეთქებების შესახებ Twitter-ზე დაწერა.

"დილით კვლავ აფეთქებებია კიევში. დესნიის რაიონში. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი". – წერს კლიჩკო. 

17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა. მთლიანობაში განხორციელდა 5 თავდასხმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრალურ უბანს, შევჩენკოს რაიონს. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა დაადასტურა, რომ კიევზე იერიშები ე.წ. კამიკაძე დრონებით განხორციელდა.

შევჩენკოს რაიონი რუსეთის სამიზნე იყო 10 ოქტომბერსაც, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი იერიშები მიიტანეს.

 

 

კომენტარები