რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ რუსეთის 34 მოქალაქეს, მათ შორის თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

თინა კანდელაკი
theins.ru

კანადამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის 34 მოქალაქესა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ტელეკომპანია Звезда-ს. სანქცირებულ პირთა შორისაა პროპაგანდისტი ჟურნალისტი, გაზპრომ მედიის გენერალური მდივნის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინა კანდელაკიც. 

კანადის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ამ პირებს სანქციები დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გამო დაუწესეს. მათივე თქმით, ეს ინდივიდები რუსეთის რეჟიმს ხელს უწყობენ იმ ცრუ ნარატივების გავრცელებაში, რომლებსაც შემდეგ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის იყენებს.

პროპაგანდისტი ჟურნალისტების გარდა, კანადის ახალი სანქციები შეეხოთ რუს მსახიობებსაც, მათ შორის სერგეი ბეზრუკოვს, დმიტრი პევცოვსა და ვლადიმირ მაშკოვს. ასევე კულტურის ყოფილ მინისტრს, ვლადიმირ მედინსკისაც.

2022 წლის ივნისში თინა კანდელაკი აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა სიაშიც მოხვდა

კომენტარები