აშშ-ის სანქციები

აშშ-მ თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

Echo Kavkaza

აშშ-მ ტელეწამყვანს, გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილესა და პუტინის პროპაგანდისტს, თინა კანდელაკს პერსონალური სანქციები დაუწესა. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ასევე აკრზალა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ოქროს შემოტანა. 

სანქციები სულ 57 ადამიანს შეეხო, მათ შორის როსტეხის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორს, კანდელაკის ქმარს ვასილი ბროვკოს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს, მელიტოპოლის პრორუს მერს გალინა დანილჩენკოს.

ოქროსა და კერძო პირების გარდა სანქციების ქვეშ მოხვდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშრებული 113 რუსული კომპანია, მათ შორის ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორებიც არის ტუპოლი და კამაზი.

კომენტარები