რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან.
 EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

15 ოქტომბერს, დილის საათებში რუსეთის ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი, ანატოლი კურტევი.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეკსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიზე თავდასხმისთვის 10-ზე მეტი C300 რაკეტა და 4 ირანული, ე.წ კამიკაძე დრონი გამოიყენეს. 

უკანასკნელ კვირაში, ეს იყო მეორე საჰაერო იერიში ქალაქ ზაპოროჟიეზე. 9 ოქტომბერს, პირველ თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 49, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სტარუხის თქმით, 8 ოქტომბერს გვიან ღამით 12 რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა 9-სართულიანი შენობა და 5 სხვა საცხოვრებელი კურპუსი.

"ნანგრევების ქვეშ შეიძლება მეტი ადამიანი იყოს", - თქვა სტარუხმა Telegram-ზე.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სამაშველო ჯგუფმა უკვე რვა ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

მანამდე, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანატოლი კურტევმა თქვა, რომ სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები