ვაკის პარკი

კობახიძე: იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები

ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.

სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.

ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი პარტიის FACEBOOK-ზე ვრცელდება.  13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები