ვაკის პარკი

პრემიერი ბავშვის გარდაცვალებაზე: ტრაგედიის მიზეზი დადგინდება, მოხდება უმკაცრესი რეაგირება

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება.

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ავრცელებს. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. შადრევანში 2 ბავშვი ჩავიდა - ორივე მათგანი კლინიკაში შოკით შეიყვანეს. 

კომენტარები