ივანიშვილის დეპუტატები

საფრანგეთის ელჩი ივანიშვილის დეპუტატებზე: ანტიდასავლური ნარატივი აზიანებს საქართველოს

ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ, არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს.

ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, სრულიად ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია.

მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით.

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებთან დაკავშირებით, ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები