რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ირანული დრონები შეაქვს

შაჰედის ტიპის დრონები ირანის წვრთნებზე

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონები მასობრივად შეაქვს

"ბელარუსში შეაქვთ ირანული დრონი-კამიკაძე Shahed-136-ები (რუსეთის ფედერაციის არმიაში გადარქმეული, როგორც Герань-2). 10 ოქტომბრის მოცემულობით ქვეყნის ტერიტორიაზე შეიტანეს 32 ნახსენები უპილოტო საფრენი აპარატი. 14 ოქტომბრისთვის კიდევ 8 ცალის შეტანვა იგეგმება". – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

ამას გარდა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსი რუსეთის ძალებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ეხმარება, საკუთარი საწყობებიდან აძლევს საბრძოლო მასალებს. მათივე ინფორმაციით, ყირიმში, სარკინიგზო სადგურ კიროვსკაიაზე მივიდა ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი არსენალიდან დატვირთული 12 ვაგონი, რაც 492 ტონა იყო.

ასევე, დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ბელარუსის არსენალებიდან შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო ტექნიკით დატვირთული 13 ეშელონის გაგზავნაც. დაზვერვისვე ცნობით, ტვირთის დანიშნულების ადგილი როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკისა და მარცევოს სარკინიგზო სადგურებია.

რუსეთმა ირანული დრონები უკრაინაში 10 ოქტომბრის მასობრივი იერიშების დროსაც გამოიყენა. 

კომენტარები