რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იუკნევიჩიენე: მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ მალე გამოვაცხადოთ

ეს [კიევისა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა] სასოწარკვეთილი პუტინის თავდასხმაა. ის სასოწარკვეთილია, რადგან აგებს ამ ომს წინა ხაზზე. უკრაინელები იმარჯვებენ და, რა თქმა უნდა, პუტინი საბოლოოდ დამარცხდება. მას ეს ძალიან კარგად ესმის, ამიტომ ცდილობს, რომ საკუთარი თავი ძლიერ ლიდერად დახატოს, განსაკუთრებით, რუსეთის ფარგლებს შიგნით. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ გაანადგუროს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის უკრაინა, მიაყენოს რაც შეიძლება მეტი ზიანი. 

უკრაინა საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას, სწორედ აქ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან ჩვენ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვაცხადოთ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ. ეს არის განსაკუთრებული სიმწვავის დანაშაული, რა თქმა უნდა, პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, ის საკუთარ გუნდთან ერთად არის ჩართული ამ საერთაშორისო დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ. 

[ფორმულას თარგმანი] ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები