აშშ-ჰონგ-კონგი

რუსი ოლიგარქის იახტის შეშვების გამო, აშშ ჰონგ–კონგს აფრთხილებს

 ალექსეი მორდაშოვის იახტა
Bloomberg

ამერიკის შეერთებული შტატები ჰონგ-კონგს აფრთხილებს, რომ სანქცირებული პირების დახმარებამ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედება გამოიწვიოს.

$500 მილიონად შეფასებული გემი Nord, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ალექსეი მორდაშოვის საკუთრებაა, ჰონგ-კონგში შევიდა.

მორდაშოვი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ითვლება. იგი ევროკავშირის, დიდი  ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია.

ამასთან ერთად, არსებობს ვარაუდი, რომ რუსმა ოლიგარქებმა შეიძლება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, საკუთარი აქტივების ჰონგ-კონგში გადატანა სცადონ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა პუტინთან დაახლოებულ პირებთან დაკავშირებული იახტები დააყადაღეს. 

კომენტარები