აშშ-ჰონგ-კონგი

WSJ: უცხოური კომპანიები ჰონგ-კონგს ტოვებენ

ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების პარალელურად, ჰონგ-კონგს საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ.

გასულ წელს ჰონგ-კონგში არსებული ჩინური კომპანიების რიცხვმა ბოლო სამ დეკადაში პირველად ამერიკული კომპანიების რაოდენობას გადააჭარბა, რომელიც გასულ წელს 2004 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 1 258 ერთეული შეადგინა.

ბოლო წლებში ჰონგ-კონგი დატოვეს ამერიკულმა ბრიტანულმა, კანადურმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა, მათ შორისაა ავსტრალიური ბანკი Westpac, კანადურმა საფონდო კომპანია The Ontario Teachers' Pension Plan, სამი ბრიტანულ-ამერიკული საკონსულტაციო კომპანია და ამერიკული კომპანია TTM Technologies. 

ასევე, ჰონგ-კონგიდან სინგაპურში გადავიდნენ ისეთი გიგანტი ამერიკული კომპანიები როგორიცაა: FedEx და Steelcase-ი.

"თუ აქამდე ჰონგ-კონგი ბიზნესისათვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა, დღეს უკვე ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას." - ამბობს ჰონგ-კონგში არსებული საგამომცემლო და კვლევითი კომპანიის დირექტორი, საიმონ კარტლიჯი. 

"ჰონგ-კონგი უკვე ჩინეთის გაგრძელებას ჰგავს" - ამბობს Serendipity Capital-ის დამფუძნებელი და ინვესტორი რობ იესუდასონი. 

ჰონგ-კონგის მთავრობის წარმომადგენლის თქმით - "ჰონგ-კონგი კვლავ რჩება ბიზნესისთვის ერთ-ერთ უსაფრთო ადგილად და მასში 9 ათასამდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია ოპერირებს, რომლის საერთო რაოდენობაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ შეცვლილა."

უცხოელი ინვესტორები ასევე ტოვებენ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟასაც, რომლის სავაჭრო სიაც უმსხვილეს ჩინურ კომპანიებს მოიცავს. ჰონგ-კონგის ბენჩმარკ Hang Seng ინდექსი კი 13%-ით დაეცა ამერიკულ და იაპონურ საფონდო ბირჟებზე არსებული ზრდადი ტენდენდიის მიუხედავად. კრიზისშია უძრავი ქონების ბაზარიც. 

ჰონგ-კონგში აშშ-ის ყოფილი გენერალური კონსულის და ახლა საკონსულტაციო კომპანიის Asia Group-ის პარტნიორის, კურტ ტონგის თქმით, ჰონგ-კონგის ხელისუფლებას გაუჭირდება რეპუტაციის აღდგენა ჩინეთთან ურთიერთოების გამწვავების გარეშე. 

მას შემდეგ, რაც 1997 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ჰონგ-კონგი ჩინეთს დაუბრუნა, საკუთარი, ჩინეთისგან დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და თავისუფლების დასავლური სტანდარტის გამო, ქალაქი ბიზნესის წარმოების კუთხით უცხოური კომპანიებისთვის მიმზიდველი ადგილად იქცა - ნათვამია Wall Street Journal-ში. 

კომენტარები