რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: დღევანდელი თავდასხმები სიგნალია, რომ რუსეთის საკითხი ძალით უნდა გადაწყდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმები ცივილიზებული სამყაროსთვის სიგნალია, რომ "რუსეთის საკითხი ძალით უნდა მოგვარდეს".

"მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს". - წერს ერმაკი. 

დღეს, 10 ოქტომბერს დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

კომენტარები