მკვლელობა

შსს: თელავში 26 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

თელავში, ალაზნის ქუჩაზე საკუთარ ბინაში 26 წლის ქალი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები