ავტოსაგზაო შემთხვევა

თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

Lasha Gogiashvili / Facebook

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას Interpressnews-ი ავრცელებს. შემთხვევა სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

გამოცემის ცნობით, ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტაბულა მომხდარის დადასტურებასა და დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები